სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:52 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს 27-ე ტურში ლიდერმა „ინტერმა“ „ჯენოა“ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის მატჩი „ინტერსა“ და „ჯენოას“ შორის, დასრულდა. „ნერაძურიმ“ 2:0 მოიგო. შეხვედრა მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე გაიმართა.

ფედერიკო დიმარკომ ანგარიში 31-ე წუთზე გახსნა, ჰაქან ჩალჰანოღლუმ კი პენალტი 70-ე წუთზე გაიტანა.

მატჩის შემდეგ „ინტერი“ იტალიის უმაღლეს დივიზიონში 67 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „ჯენოა“ 27 ქულით მე-14-ზე.

შემდეგ რაუნდში „ინტერი“ 8 მარტს სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ჯენოა“ იმავე დღეს „რომას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097132