სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:56 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის დუბლი და საგოლე პასი ესპანეთის ლა ლიგა 2-ში!

სანტანდერის „რასინგის“ ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში „კასტელონთან“ მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.

ქართველ თავდამსხმელს, რომელიც მოედანზე 67-ე წუთამდე იყო, ესპანეთში საუკეთესო თამაში ჰქონდა და პირველი გოლებიც გაიტანა.

გიორგიმ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, ახლო მანძილიდან, შემდეგ ჩინებული საგოლე პასი გააკეთა, როცა ალვარო მანტილიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 42-ე წუთზე კი ქართველმა შემტევმა მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი და დუბლი გაიფორმა.

„რასინგმა“ საბოლოოდ, 3:1 მოიგო, უშუალო კონკურენტთან, რომელსაც ამ ტურამდე ერთადერთი ქულით უსწრებდა, მაგრამ ახლა 4 ქულით უსწრებს და უპირატესობა გაზარდა, რაშიც გულიაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა. ქართველ ფეხბურთელს „რასინგის“ მაისურით შვიდ მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„რასინგი“ ლა ლიგა 2-ს 53 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 8 მარტს, „კორდობას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173413