საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ლე ავრთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ლუის ენრიკეს გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, ანგარიშის გახსნაც ძალიან სწრაფად შეეძლო, მაგრამ მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას თავური დარტყმით მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. კვარას სხვა შანსებიც ჰქონდა, კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, მაგრამ ვერ გაიტანა, ხოლო 71-ე წუთზე ის შეცვალეს.
სამაგიეროდ, 37-ე წუთზე გაიტანა ბრედლი ბარკოლამ, რომელიც ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. პარიზელებს კიდევ არაერთხელ ჰქონდათ უპირატესობის გაზრდის შანსი, ყველაზე კარგი დეზირე დუეს, მაგრამ 79-ე წუთზე ფრანგმა შემტევმა პენალტი ვერ გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 32 შეხვედრაში 9 გოლი და 6 საგოლე პასია.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 57 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლანსთან“ უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა, მომდევნო ტურში კი 6 მარტს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.







