სხვა

10:28 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გავაშელიშვილის 3, ცხოვრებაძის 4, კალანდაძის 5, კბილაშვილის 6 და დიხამინჯიას 7 გოლი

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის იყო რამდენიმე გამორჩეული შეხვედრაც, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.

საფრანგეთი

ნიკოლოზ კალანდაძისთვის შედეგიანი გამოდგა „სესონ რენთან“ სტარ ლიგის მე-18 ტურის მატჩი. ქართველი ლეგიონერის „ექს ან პროვანსმა“ საკუთარ კედლებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (35-28). კალანდაძე ხუთი გოლით და ამდენივე ასისტით ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ხორვატია

გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრები“ საჩემპიონო წრის მესამე ტურში „ტროგირს“ გასვლაზე ეთამაშა და მოლოდინისამებრ დაამარცხა (34-19). ხორვატიის პრემიერ ლიგის ლიდერის გამარჯვებაში ქართველის წილი 4 გოლია.

ისლანდია

გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირი“ ისლანდიის თასის ნახევარფინალში დედაქალაქურ „რეიკიავიკს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით – 31-32 დამარცხდა. ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო ისლანდიელთა ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 7 გოლი გაიტანა.

პოლონეთი

მირიან გავაშელიშვილმა და „ოსტროვიამ“, სუპერ ლიგის 21-ე ტურში „ხრობრი გლოგუვს“ უმასპინძლა 30-26 დაამარცხა. გავაშელიშვილი თანაგუნდელებს სამი გოლით დაეხმარა.

ამავე ტურში ითამაშა ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ“, რომელიც გასვლით მატჩში „კვიძინს“ დაუპირისპირდა, 26-31 წააგო. „ლეგიონოვოს“ ქართველმა ხუთი სეივი შეასრულა.

რუმინეთი

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ითამაშეს რუმინელთა ქართველმა ლეგიონერებმა.

ირაკლი კბილაშვილმა და მისმა „პოტაისა ტურდამ“ საკუთარ მოედანზე „ბუზეუ“ მიიღო და 39-33 მოუგო. მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო კბილაშვილი, რომელმაც 6 გოლი გაიტანა.

„კონსტანტას“ რიგებში ითამაშა ხაზეინ რუსტამოვმა, თუმცა შედეგიანი თამაში არ ჰქონია. რუსტამოვმა „ვასლუისთან“ ფრედ დასრულებულ (27-27) შეხვედრაში ერთი ასისტი შეასრულა.

geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173897