სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:19 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალი: "ახლა თამაშით სიამოვნებას ვიღებ და კარგად ვთამაშობ"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლამინ იამალმა „ვილიარეალთან“ (4:1) ჰეთ-თრიქის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მთავარია გუნდს გამარჯვებაში დაეხმაროს და გოლებით გააკეთებს ამას თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს:

„რამდენიმე თვის წინ თამაშით სიამოვნებას ვერ ვიღებდი, საქმე მხოლოდ ტკივილს არ ეხებოდა, უბრალოდ ბედნიერი არ ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად ვთამაშობ და ყველაფერს ვტკბები.

ხალხს ყოველთვის სურს, რომ 18 წლის ასაკში თითო თამაშში 100 გოლი გავიტანო... მეც მინდა ეს, მაგრამ ძალიან რთულია. გოლებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ქამბექი შესაძლებელია. გვჭირდება ჩვენი გულშემატკივრები. შეგვიძლია ამის გაკეთება. დრო იყო რეაგირების და ამას ვაკეთებთ. მოვუწოდებ ფანებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, მაგია შეიძლება მოხდეს“, - თქვა იამალმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094023