სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:07 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "გაუმჯობესება ჯერ კიდევ გვჭირდება"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ლე ავრთან" გამარჯვების (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, გამარჯვებით კმაყოფილია, მაგრამ უფრო დიდი სხვაობით მოგებას იმსახურებდნენ.

„კმაყოფილი ვარ, რადგან ამ მატჩის მოგება დავიმსახურეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტი გოლის გატანასაც დავიმსახურეთ. ბევრი შანსი შევქმენით. თუმცა, ბოლოს ცოტა ვიტანჯეთ, რადგან მხოლოდ ერთგოლიანი უპირატესობა გვქონდა. კარგი შედეგია და ის ფაქტი, რომ ცხრილში პირველ ადგილს ვინარჩუნებთ, ოთხქულიანი უპირატესობით - ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევაა. კმაყოფილები ვართ, მაგრამ მაინც გვჭირდება გაუმჯობესება. მინდა, რომ ფეხბურთელებმა თავდაჯერებულობა დაიბრუნონ", - თქვა ლუის ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენმა“ 57 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლანსთან“ უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა, მომდევნო ტურში კი 6 მარტს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094147