კალათბურთი

13:00 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 7 ქულა და "ტორონტოს" გამარჯვება NBA-ში

NBA-ში „ტორონტო რეპტორსი“ „ვაშინგტონ ვიზარდსს“ ესტუმრა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 134:125 დაამარცხა.

„ტორონტომ“ მეორე პერიოდიდან მოიპოვა უპირატესობა და საქმეც გამარჯვებამდე მიიყვანა.

სანდრო მამუკელაშვილმა არასრულ 16 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართელმა კალათბურთელმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„ტორონტო რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 35 მოგებით და 25 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 4 მარტს, „ნიუ იორკ ნიქსთან“ შინ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091984