„მილანი“ ბრაზილიური „კორინთიანსიდან“ 19 წლის ნახევარმცველ ანდრეს დაიმატებს.
როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, ტრანსფერზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. ნიჭიერი ფეხბურთელის ტრანსფერი „როსონერის“ 15 მილიონი ევრო, +2 მილიონის ბონუსი დაუჯდება და მასთან კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელს „კორინთიანსში“ 23 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გაიტანა.







