ინგლისელი ფეხბურთელი ჯესი ლინგარდი კარიერას „კორინთიანსში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის ერთწლიან კონტრაქტზე, გახანგრძლივების ვარიანტით შეთანხმება მიღწეულია.
ლინგარდი ბრაზილიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებები MLS-ის კლუბებისგანაც ჰქონდა.
33 წლის ჯესი ლინგარდი ბოლოს სამხრეთკორეულ „სეულში“ თამაშობდა, რომლის მაისურით 67 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მანამდე არაერთგან ითამაშა - „ნოტინგემში“, „ვესტ ჰემში“, „დერბიში“, „ბრაიტონში“, „ბირმინგემში“, „ლესტერსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“.







