ძიუდო

16:34 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაურის ვერცხლის მედალი ტაშკენტის გრანდ სლემზე

ტაშკენტის გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ლაშამ პირველივე შეხვედრაში რუმინელ ალექს კრეცის იპონით სძლია და ნათლად აჩვენა, რომ ტურნირზე მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. მერვედფინალში მის წინააღმდეგ უზბეკი დავლათ ბობონოვი გამოვიდა, თუმცა ბექაურმა არც ამ ბრძოლაში დატოვა კითხვის ნიშნები - კვლავ იპონით მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე კორეელი კიმ იონჰონი იყო. შეხვედრა საკმაოდ დინამიკურად წარიმართა, მაგრამ საბოლოოდ ბექაურმა კიდევ ერთხელ შეძლო იპონით გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. იაპონელ რიკუ ოკადასთან ამჯერად ბრძოლა შედარებით თანაბარი გამოდგა, თუმცა ბექაურმა საჭირო მომენტში ვაზარი აიღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, რითაც ოქროს მედლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ფინალში ბექაური აზერბაიჯანელ მურად ფატიევს შეხვდა, რომლის წინააღმდეგ დამარცხდა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებები, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. ფაქტია, ოქრო ფატიევს ერგო, ვერცხლი - ბექაურს.

საქართველომ ტაშკენტის გრანდ სლემი სწორედ ამ ერთადერთი ვერცხლის მედლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136181