ფეხბურთი

15:45 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა, "ალ-ნასრმა" მაინც მოიგო

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „ალ-ნასრმა“ „ფაიჰა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა.

მე-11 წუთზე პორტუგალიელს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბურთი კარს ააცილა. „ალ-ნასრმა“ ტაიმი 0:1 წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში მანეს და ალ ჰამდანის გოლებით და მოსკერას ავტოგოლით 3:1 გაიმარჯვა.

კრიშტიანუ რონალდუ 21 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა, ივან ტოუნის ორი გოლით ჩამორჩება.

„ალ-ნასრი“ 61 ქულით ლიდერია, ორი ქულით უსწრებს „ალ აჰლის“ და სამით - „ალ-ჰილალს“, ხოლო მომდევნო ტურში 7 მარტს, „ნეომს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094465