„მილანმა“ იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში სტუმრად „კრემონეზე“ 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა, რადგან გოლები ბოლო წუთებზე გავიდა. ანგარიში სულაც 90-ე წუთზე გაიხსნა, სტრაჰინია პავლოვიჩის თავური დარტყმით, ხოლო კომპენსირებულ დროში სტუმრებმა კრემონელები კონტრშეტევაზე დაიჭირეს და რაფაელ ლეაუმ სხვაობა გააორმაგა.
„მილანს“ 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, „ინტერს“, რომელსაც მომდევნო ტურში შეხვდება, 10 ქულით ჩამორჩება.







