„ვილიარეალისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მეცში დაბრუნდა, სადაც „მეცისა“ და „ბრესტი“ მატჩს სტადიონზე დაესწრო.
ქართველმა ფორვარდმა მცირე შვებულებით ისარგებლა. მან შეხვედრის დაწყებამდე ლიგა 1-ის ტელევიზიასთან ისაუბრა და კომენტარი გააკეთა.
„ძალიან სასიამოვნოა იმ ხალხის ნახვა, ვისთანაც ურთიერთობა წლების განმავლობაში მქონდა. სტადიონის, სადაც გოლები გამქონდა. ეს ძალიან ემოციურია. არ ვიცი როდის დავბრუნდები ლიგა 1-ში, ახლა ესპანეთში ყველაფერი კარგად მიდის და ბედნიერი ვარ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, მაგრამ ამჟამად ესპანეთში კმაყოფილი ვარ.
რა თქმა უნდა, „ლიონს“ თვალს ვადევნებ. მწვრთნელი შესანიშნავად მუშაობს, რომ გუნდმა ლამაზად ითამაშოს და ის გააკეთოს, რაც საჭირო. „ლიონი“ ძალიან კარგად თამაშობს და მათ გამო ბედნიერი ვარ“, - თქვა მიქაუტაძემ.
გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ რიგებში თავის დროზე 63 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა. „მეცმა“ ის ორჯერ გაყიდა ჯერ „აიაქსში“, საიდანაც დაბრუნდა და შემდეგ უკვე „ლიონს“ მიაშურა, ხოლო გასულ წელს „ვილიარეალში“ გადავიდა.







