ფეხბურთი

20:30 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლორენცო ინსინიემ "პესკარაში" გოლი 5041 დღის შემდეგ გაიტანა

ლორენცო ინსინიემ „პესკარას“ მაისურით 5041-დღიანი პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა.

იტალიელი „პესკარაში“ 2011-2012 წლების სეზონში თამაშობდა და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მან ორჯერ შეცვლიდან ითამაშა, ხოლო დღეს „პალერმოსთან“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და თავიც გამოიჩინა.

ინსინიემ გოლი გაიტანა დაბრუნების შემდეგ პირველად და გუნდს, რომელიც სერია B-ში დასარჩენად იბრძვის, მოგებაში დაეხმარა (2:1).

შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიემ კარიერის უდიდესი ნაწილი „ნაპოლიში“ გაატარა, ბოლო პერიოდში კი, MLS-ში, „ტორონტოს“ მაისურით გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158095