ფეხბურთი

22:05 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი დუბლით დაბრუნდა
ქართველი ნახევარმცველი ბომბარდირთა დავაში ლიდერია

ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმი“ „ვოლფსბერგერთან“ მარცხისგან ოთარ კიტეიშვილმა იხსნა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ქართველი ნახევარმცველი ტრავისგან გამოჯანმრთელდა, თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ 5 წუთი დასჭირდა, რომ წონასწორობა აღედგინა.

მან 68-ე წუთზე პენალტი გაიტანა, ხოლო 73-ე წუთზე მეორედ დაარტყა პენალტი, ამჯერად მეკარემ აჯობა, მაგრამ დამატებაზე პირველი იყო და მაინც დალაშქრა მასპინძელთა კარი. გრაცელთა მეორე ქართველ ლეგიონერ გიზო მამაგეიშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია.

ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ჩემპიონატში 18 შეხვედრაში 10 გოლით და 3 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.

აღსანიშნავია, რომ ბომბარდირთა დავას „ჰარტბერგის“ ფეხბურთელ ელიას ჰაველთან ერთად ლიდერობს.

„შტურმს“ 35 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 მარტს, „ალტახს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093399