სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:50 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალის" მნიშვნელოვანი გამარჯვება ლონდონურ დერბიში

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში ლონდონურ დერბიში „არსენალმა“ „ჩელსი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.

„მეთოფეები“ 21-ე წუთზე ვილიამ სალიბას გოლით დაწინაურდნენ, რასაც სტუმრებმა ტაიმის ბოლო წუთზე პიერო ინკაპიეს ავტოგოლით უპასუხეს. თუმცა, 66-ე წუთზე იურიან ტიმბერმა მეორედ დააწინაურა თავისი გუნდი და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

ოთხი წუთის შემდეგ „ჩელსის“ პედრო ნეტო გაუძევეს და ლიამ როსენიორის გუნდმა რიცხობრივ უმცირესობაში ქულა ვერ გადაარჩინა.

„არსენალი“ 64 ქულით ლიდერია და 5 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. მიკელ არტეტას გუნდი მომდევნო მატჩს 4 მარტს, სტუმრად „ბრაიტონთან“ გამართავს.

„ჩელსი“ 45 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და უკვე სამი ტურია ვერ იგებს, ხოლო მომდევნო თამაში 4 მარტს, გასვლაზე „ასტონ ვილასთან“ ელოდება.

„არსენალი“ – „ჩელსი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 სალიბა (21), 1:1 ინკაპიე (45, ა.გ), 2:1 ტიმბერი (66)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16054