საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში „ათრომიტოსმა“ „პანეთოლიკოსი“ 1:0 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი ლუკა გუგეშაშვილმა შეიტანა. ქართველმა პენალტი მოიგერია.
ქართველ მეკარეს დებიუტი ჰქონდა ბერძნულ გუნდში, რომელსაც ცოტა ხნის წინ „პაოკიდან“ იჯარით შეუერთდა. მან 90 წუთი ითამაშა და მოედანზე საუკეთესო იყო.
მატჩის შემდეგ "პანეთოლიკოსის" მთავარმა მწვრთნელმა დუშან კერკეზიმ ქართველ მეკარეზე კომენტარი გააკეთა და წარმატებული თამაშის შემდეგ შეაქო.
"ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ გუნდში ასეთი მეკარეები მყავს და მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტსა და დირექტორს. მათ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კარგად ითამაშეს და ახალმა ფეხბურთელებმა მნიშვნელოვნად გაგვაძლიერეს. გუნდში დიდი კონკურენციაა და ვინც უკეთესს ფორმაშია ის თამაშობს, დღეს ლუკას ჯერი იყო, ის მოედანზე გავიდა მშვენიერი თამასი ჩაატარა და პენალტიც მოიგერია. ვიცოდით მისი შესაძლებლობები და სწორედ ამიტომ დავიმატეთ ის გუნდში", - განაცხადა კერკეზიმ.
შეგახსენებთ, რომ ეს გუგეშაშვილის პირველი თამაში იყო სექტემბრის შემდეგ. „ატრომიტოსს“ 27 ქულით მერვე ადგილი უკავია და მომდევნო ტურში 7 მარტს, „არისს“ ესტუმრება.







