ფეხბურთი

11:30 | 2.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მესის მორიგი მაგარი მატჩი და "ინტერ მაიამის" გამარჯვება "ორლანდოსთან"

MLS-ის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ფლორიდის დერბიში "ორლანდო სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ინტერ მაიამის" უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა.

მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და 24-ე წუთისთვის 2:0 იგებდნენ, თუმცა ლიონელ მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა ჩინებული მეორე ტაიმი ჩაატარეს, სადაც 4 გოლის გატანა მოახერხეს და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მორიგი სუპერ მატჩი ჩაატარა, მან 57-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი შეაგდო, ხოლო მატჩის 90-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.

აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიმ კარიერაში 70-ე გოლი გაიტანა ჯარიმიდან და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ პელეს გაუთანაბრდა და მასზე მეტი ჯარიმა ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ 3 ფეხბურთელს აქვს გატანილი.

ყველაზე მეტი გოლი ჯარიმიდან გატანილი აქვთ შემდეგ ფეხბურთელებს:

1 — მარსელინო კარიოკა: 78
2 — რობერტო დინამიტა: 75 3
3 — ჟუნინიო პერნამბუკანო: 72
4 — ლიონელ მესი: 70
5 — პელე : 70

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ "ინტერ მაიამის" 3 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 8 მარტს "დისი იუნაიტედთან" გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095686