სანტანდერის „რასინგის“ ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში „კასტელონთან“ მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.
ქართველი ფეხბურთელის წარმატებულ თამაშს ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი გამოეხმაურა და გულიაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა. გამოცემა ასევე იმ ისტორიას იხსენებს, თუ როგორ იპოვა "რასინგის" სპორტულმა დირექტორმა გიორგი როგორ მოხდა მისი ტრანსფერი ესპანურ კლუბში.
"გულიაშვილმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა "ასტელონთან", მისმა საგოლე გადაცემამ და დუბლმმა საკუთარი თავი ერთი საფეხურით ზემოთ აწია და როგორც იქნა ცხრიანის როლი მოირგო. მას ამ მატჩში ოთხი გოლის გატანაც შეეძლო, ერთ მომენტში უფრო ძლიერად, რომ დაერტყა გოლი გარდაუალი იყო",
როგორ აღმოჩნდა გულიაშვილი "რასინგში"?
"რას აკეთებს "რასინგი" ბოსნიაში და რატომ იმატებს ქართველ გარემარბს, რომელიც "სარაევოში" თამაშობს? სწორედ ასეთი რეაქცია ჰქონდათ „რასინგის“ გულშემატკივრებს, როცა კლუბმა, ჯერემი არევალოს "შტუტგარტში" წასვლის, ვილიალიბრეს ტრავმისა და კარიკაბურუს გარშემო არსებული გაურკვევლობის ფონზე, „სარაევოს“ ქართველი ვინგერი გიორგი გულიაშვილი დაიმატა.
"ამ კითხვებს პასუხი გულიაშვილმა თავისი თამაშით უკვე გასცა და დაამტკიცა, რომ სპორტული დირექტორი არ ცდებოდა. ეს ტრანსფერი თავიდან ბოლომდე სწორედ გუნდის სპორტული დირექტორის ჩემა არაგონის დამსახურებაა. მისმა ნიჭმა, ამ სპორტის სიყვარულმა და ყოფილმა მოთამაშემ საბოლოოდ მიიყვანა გულიაშვილამდე. არაგონმა გულიაშვილს პირველად 2019 წელს მიაქცია ყურადღება, როცა სიმონ გბეგნონის თამაშს აკვირდებოდა საქართველოს ჩემპიონატში. გულიაშვილი "საბურთალოს" რიგებში თამაშობდა, სადაც მასთან ერთად იური ტაბატაძეც გამოდიოდა.
შემდგომ წლებში, როცა არაგონმა "ელჩედან" წასვლის შემდეგ შესვენება აიღო, გულიაშვილს უკვე „სარაევოს“ შემადგენლობაში აკვირდებოდა. გასულ ზაფხულს მისი დამატება ვერ მოხერხდა – ბოსნიური კლუბის მოთხოვნები "რასინგისთვის" მიუღებელი იყო, თუმცა ზამთარში ფეხბურთელის აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა, მას აცნობა, რომ პირობები შეიცვალა და ესპპანურმა კლუბმაც აღარ დააყოვნა“,
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „რასინგის“ რიგებს ზამთარში შეუერთდა და მას შემდეგ ესპანური კლუბის მაისურით შვიდ მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა.







