ფეხბურთი

13:30 | 2.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" იგორ ტუდორის გათავისუფლებას განიხილავს

"ტოტენჰემის" კრიზისი გრძელდება, ლონდონური კლუბი პრემიერლიგის 28-ე ტურში ისევ დამარცხდა, ამჯერად გასვლაზე "ფულჰემის" წინააღმდეგ.

კლუბის ხელმძღვანელობამ სიტუაციის გამოსწორების მიზნით რამდენიმე კვირის წინ გუნდიდან მთავარი მწვრთნელი თომას ფრანკი დაითხოვა და სეზონის ბოლომდე იგორ ტუდორი დანიშნა, თუმცა სიტუაცია უცვლელია, გუნდმა ხორვატის ხელმძღვანელობით მეორე მატჩიც წააგო და როგორც ცნობილი გამოცემა MatchDay Central-ი იტყობინება, "დეზები" მის გათავისუფლებას უკვე განიხილავენ. ჯერჯერობით სავარაუდო კანდიდატების ვინაობა უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში ბოლო ოთხ თამაშში ქულაც არ მოუპოვებია და 28 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია, უკვე ზედიზედ 10 მატჩია. შედეგად, 29 ქულით მე-16 ადგილზე რჩება და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155765