ფეხბურთი

14:15 | 2.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: "როდესაც მოთამაშე პირზე ხელს აიფარებს, მოედნიდან უნდა გააძევონ"

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ Sky Sport-თან საუბრისას მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით შესაძლოა მალე ფეხბურთში ახალი წესები შემოვიდეს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი, რომელიც მეტოქესთან საუბრისას პირზე ხელს აიფარებს მოედნიდან გააძევებენ.

"ფეხბურთელი, რომელიც მეტოქესთან საუბრისას პირზე რამეს აიფარებს, მოედნიდან იმ ვარაუდით უნდა გააძევონ, რომ ის შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა. თუ დასამალი არაფერი გაქვს, როცა რაღაცას ამბობ, პირს არ დაიფარავ, ეს ძალიან მარტივია. თუ სერიოზულად ვუდგებით რასიზმთან ბრძოლას, საჭიროა მოქმედება. საჭიროა გადამწყვეტილებების მიღება და ამას უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი", განაცხადა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წესის შემოღებას ვინისიუს ჟუნიორსა და ჯანლუკა პრესტიანის შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ აპირებენ. როგორც ცნობილი ხდება, საკითხს FIFA-ს მომავალ შეხვედრებზე განიხილავენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092354