ტურინის „იუვენტუსი“ ლუჩანო სპალეტისტან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.
იმის მიუხედავად, რომ შედეგები არ არის კარგი, „იუვეს“ თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გამოსწორდა, ამიტომაც, კლუბში სპალეტის სჯერათ და უახლოეს დღეებში მხარეებს შორის შეხვედრა შედგება, რათა სამომავლო გეგმები განიხილონ.
სპალეტიც თანახმაა, რომ „ბებერ ქალბატონში“ მუშაობა გააგრძელოს. მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, მაგრამ ის 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.
„სხვა მწვრთნელს ჩვენს სამომავლო გეგმებში ვერ ვხედავთ“, - თქვა „იუვენტუსის“ დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „იუვენტუსი“ გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა. „იუვე“ სერია A-ში 47 ქულით მეექვსე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგას და იტალიის თასს კი გამოეთიშა.





