ფეხბურთი

17:35 | 2.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

პედრი: "თუ ვინმეს შეუძლია 0:4-დან ფინალში გასვლა, "ბარსელონაა"

„ბარსელონას“ ფეხბურთელ პედრის სჯერა, რომ ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ ქამბექი შეუძლიათ.

„ბარსას“ პირველი მატჩი სტუმრად 0:4 აქვს წაგებული, თუმცა პედრი არ ფიქრობს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია.

„ატლეტიკოსთან“ იყო სეზონის ყველაზე ცუდი პირველი ნახევარი, ბურთითაც და ბურთის გარეშეც. ვერაფერი გავაკეთეთ ისე, როგორიც ვიცით. ​​მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის გვაძლევს აღდგენის შანსს. ერთი წლის წინ, 70 წუთში ოთხი გოლი გავიტანეთ: თუ არსებობს გუნდი, რომელსაც შეუძლია ამის გამეორება, ეს ჩვენი გუნდია“, - თქვა პედრიმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091109