„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ ისაუბრა.
„ბარსას“ პირველი თამაში 0:4 აქვს წაგებული, მაგრამ გერმანელი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია:
„შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გავხადოთ. უნდა ვიყოთ ჭკვიანები, მშიერები და ერთად ვითამაშოთ, როგორც გუნდმა.
ფრენკი დე იონგის, გავისა და ერიკ გარსიას არყოფნის შესახებ: „სამწუხაროა, რომ დე იონგი, გარსია და გავი ვერ ითამაშებენ, მაგრამ ეს აძლევს შანსს მათ, ვინც თამაშობს, დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები.
არ ვფიქრობ წარსულზე ან მომავალზე, არამედ აწმყოზე. ხვალ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი შესაძლებელია“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 3 მარტს გაიმართება.





