საქართველოს ეროვნული ლიგის პირველ ტურში, რომელიც არასრული გამოდგა, წყალტუბოს „სამგურალმა“ „გაგრა“ 1:0 დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
მატჩი დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე კლაუდიო სებოლინიამ დალაშქრა მეტოქის კარი და როგორც მერე გაირკვა, გამარჯვების გოლი მიითვალა.
„გაგრამ“ სცადა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა არაფერი გამოუვიდა და უქულოდ დარჩა. მოგეხსენებათ, პირველ ტურში მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, მანამდე "სპაერმა" "ტორპედო" 2:1 დაამარცხა, დანარჩენი სამი შეხვედრა კი უამინდობის გამო 11 აპრილისთვის გადაიდო.
მეორე ტურში „სამგურალი“ „მეშახტეს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ – „დინამო ბათუმს“.





