ფეხბურთი

22:27 | 2.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "შიში არ უნდა გვქონდეს, თავდაჯერებულად უნდა ვთამაშოთ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ საპასუხო მატჩამდე ისაუბრა. მადრიდელებს პირველი თამაში 4:0 აქვთ მოგებული და ფინალთან ძალიან ახლოს არიან.

„ველით მაღალი ხარისხის მეტოქეს, ვიცით „ბარსელონას“ ძლიერი მხარეები, მაგრამ თამაში იმ მიმართულებით უნდა წარვმართოთ, სადაც გვინდა. არ უნდა ვიყოთ შიშებსა და ვარაუდებში ჩაფლულები.

იამალი ძალიან ნიჭიერი და საშიში მოთამაშეა, განსაკუთრებით მეტოქის კართან. როგორც მოთამაშემ, განვიცადე ეს ემოციები და ვიცი, რომ საჭიროა ნიჭი, თავდაჯერებულობა და გამარჯვების სურვილი. ამ დონეზე თამაში პრივილეგიაა და ბიჭებმაც ასე უნდა იფიქრონ“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ საპასუხო მატჩი 3 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086825