საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა დანიის ნაკრები ამჯერად თბილისში დაამარცხა, ისევ ადვილად - 89:60.
საქართველომ მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა და უპირატესობა ეჭვს საერთოდ არ იწვევდა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესოები - მარკის რიდი იყო, რომელმაც 29 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა დააგროვა და თორნიკე შენგელია იყვნენ, რომლის აქტივში 27 ქულა, 11 მოხსნა და 5 დაფარება.
შესანიშნავი იყო ისევ ალექსანდრე მერკვილაძე, რომელმაც გუნდსმ 27 წუთში 12 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. მერკვილაძემ წინა მატჩში 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ამჯერად - 3-დან სამქულიანი ისროლა ზუსტად.
საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 2 მოგება და 2 წაგება აქვს, რითაც მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა. ჯიკიჩის გუნდი მომდევნო ტურში 2 ივლისს, უკრაინის ნაკრებს ესტუმრება.
საქართველო - დანია 89:60 (21:17, 22:14, 30:18, 16:11)







