კალათბურთი

0:18 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯიკიჩი: "მერკვილაძე პროდუქტიული იყო, მაგრამ მეტი შეუძლია"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა დანიის ნაკრებთან გამარჯვების (89:60) კომენტარი გააკეთა.

მან ვრცლად ისაუბრა მათე ხატიაშვილზე, რომელსაც რჩევები მისცა:

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს კალათბურთელს, რომლებმაც მიიღეს ეროვნულ ნაკრებში მოწვევა. გვქონდა წინასწარი მოსამზადებელი შეკრება თბილისში და შემდეგ წავედით დანიაში. მინდა ვთქვა, რომ ეს ორი გამარჯვება ასევე არის იმ მოთამაშეების გამარჯვება, რომლებიც დაგვეხმარნენ მოსამზადებელი ეტაპის პირველ ფაზაში.

მერკვილაძესა და ხატიაშვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. მერკვილაძე ჩემთვის უკვე ზრდასრულია, მას ახალგაზრდა მოთამაშედ არ მივიჩნევ. გადავწყვიტე მისთვის წუთები მიმეცა. პროდუქტიული იყო, მაგრამ ვფიქრობ, ის ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელიც შეიძლება ბევრად უკეთესი იყოს.

ხატიაშვილი 17 წლისაა და მისი კლუბი არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენთან უფრო მეტი დრო გაატაროს. ასეთ დონეზე ჩვენ სხვა რამეზე უნდა ვიფიქროთ, სხვა პრიორეტებები გვაქვს. ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ ბევრ რამეზე უნდა იმუშაოს და იზრუნოს. პირველ რიგში, თავის სხეულზე. მას ორი წელია ვიცნობ. განვითარებით კმაყოფილი არ ვარ, თუ მას სურს პროფესიონალი მოთამაშე გახდეს იმ დონეზე, სადაც თამშის პოტენციალი აქვს, მაშინ გარკვეული რაღაცები უნდა გაითვალისწინოს. ნიჭიერი არის, კი, მაგრამ 1991 წლიდან მწვრთნელი ვარ, ბევრი ნიჭიერი ბავშვის მაგალითი ვნახე, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო პოტენციალის ბოლომდე ჩვენება არ გამოუვიდა. იმედი მაქვს, რომ ესმის, რას ნიშნავს იყოს პროფესიონალი. პროფესიონალი ნიშნავს პროფესიონალობას, იმიტომ რომ ყველაფერი გვერდზე გადადო. ეს მათი პროფესიაა, ეს მათი შემოსავლის წყაროა. ეს ჰობი არ არის, ასე ვფიქრობ. ყველაზე ცუდი, რაც მისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მუდმივად ვუთხრათ: "შენ გაქვს დრო, გაქვს დრო, გაქვს დრო"... დრო სწრაფად მიდის. და მან ეს უნდა გაიგოს", - თქვა ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 2 მოგება და 2 წაგება აქვს, რითაც მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა. ჯიკიჩის გუნდი მომდევნო ტურში 2 ივლისს, უკრაინის ნაკრებს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162608