კალათბურთი

0:26 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკის რიდი: "მოტივირებული ვარ, მინდა, საქართველოს ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარო"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მარკის რიდმა დანიის ნაკრებთან გამარჯვების (89:60) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ის გუნდს კარგად შეეწყო და ცდილობს საქართველოს ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

„კონცენტრირებულად ვითამაშეთ. შეტევაში რამდენიმე მოხსნა დავკარგეთ, მაგრამ დაცვაში კარგად ვიმოქმედეთ და მარტივი ქულებიც ავიღეთ. ახლა კი უკვე ივლისის შემდეგი ფანჯრისთვის მოვემზადებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ.

დღეს გულშემატკივრებმა ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნეს, რაც ენერგიას გვმატებდა. ეს გვეხმარება. გუნდში ყველამ გულღიად მიმიღო და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მოტივირებული ვარ, რომ ამ ბიჭებს გამარჯვებაში დავეხმარო.

ჯერ კიდევ გვაკლია NBA-ს მოთამაშეები, ისინი ზაფხულში შემოგვიერთდებიან, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები. აქ უბრალოდ იმისთვის ვარ, რომ გუნდს დავეხმარო. ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ჩემს რიტმს ვპოულობ და ჩემს თამაშს ვუბრუნდები. მხოლოდ ორი თამაში ვითამაშე, ასე რომ, პირველ მატჩში დაშვებული შეცდომებიდან ვისწავლე რა შეგვეძლო შეგვეცვალა მეორე თამაშში“, - თქვა რიდმა.

შეგახსენებთ, რომ მარკის რიდმა დანიის ნაკრებთან შეხვედრაში 29 ქულა და 7 პასი დააგროვა.

საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 2 მოგება და 2 წაგება აქვს, რითაც მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა. ჯიკიჩის გუნდი მომდევნო ტურში 2 ივლისს, უკრაინის ნაკრებს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092654