დანიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალან ფოსმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის (89:60) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„საქართველო ძლიერი გუნდია, ორი ძალიან მაღალი დონის მოთამაშე, შენგელია და რიდი ჰყავს. ასეთი ორი მოთამაშის ყოლა, ვფიქრობ, ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა, რადგან ისინი ყველას უკეთესს ხდიან. ვიცოდით, რომ ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს ვეთამაშებოდით. აქ საკმაოდ ახალგაზრდა გუნდით ვთამაშობთ. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო კარგი, თავისუფალი სროლის შანსების შექმნა. ვფიქრობ, ეს შევძელით, თუმცა ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო. ზოგიერთი მოთამაშე თავის ჩვეულ დონეზე ვერ იყო. ვმუშაობთ 2029 წლისთვის. ჩვენი მიზანი ევრო 2029-ზე გასვლაა.
გაგვიჭირდა იმიტომ, რომ საქართველო ხშირად ცვლიდა დაცვას და პრობლემები გვქონდა. როდესაც ისინი ხშირად ცვლიან დაცვას, რთულია გაიგო, როგორ გამოიყენო სიტუაციები. ასეთ დროს კარგი ორქულიანი სროლების აღება ძალიან რთული ხდება. ვფიქრობ, რაღაცები მაინც კარგად გავაკეთეთ. რეალურად, კარგი სასროლო სიტუაციებიც შევქმენით. პირველ ტაიმში ნორმალურად ვითამაშეთ, თუმცა რამდენიმე მარტივი ლეი-აფი გავაცუდეთ და ბურთი დავკარგეთ. დღეს, შენგელიამ და რიდმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს“, - თქვა ფოსმა.
საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 2 მოგება და 2 წაგება აქვს, რითაც მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა. ჯიკიჩის გუნდი მომდევნო ტურში 2 ივლისს, უკრაინის ნაკრებს ესტუმრება.







