კალათბურთი

1:17 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "ახალწვეულებით ამაყი ვარ, ვეტერანებივით ითამაშეს"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ დანიის ნაკრებთან გამარჯვების (89:60) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან ისაუბრა, როგორც თამაშზე, ასევე, მარკის რიდზე, რომელიც საქართველოს ნაკრების ახალწვეულია:

„პირველ რიგში მადლობა გულშემატკივარს, რადგან სახლში თამაში ჩვენთვის ძალზე განსაკუთრებულია. დადებითად შევაფასებ ამ ფანჯარას, ორივე თამაშს. ვეცადეთ, დანიაში დაშვებული შეცდომები გამოგვესწორებინა, რაც ვფიქრობ, მოვახერხეთ. ახალწვეულებით ძალიან ამაყი ვარ, ისე ითამაშეს, თითქოს ნაკრების ვეტერანები იყვნენ. ეს მათი პროფესიონალიზმითაა გამოწვეული. მინდა, მივულოცო მათ ასეთი დებიუტი და იმედი მაქვს, ასე გააგრძელებენ. როგორც ვთქვი, ყოველთვის ველოდები საქართველოში თამაშს, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში არის ერთ-ერთი ის მომენტი, რასაც მთელი წლის განმავლობაში ველოდები და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის.

ჩემი აზრით, მარკის რიდს ყველაფერი აქვს. ამ ორ თამაშში ეს აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად სამჯერ ივარჯიშა. ყველაფერი შეუძლია, ჩაგდებაც, პასის გაკეთებაც, დაცვასაც კარგად თამაშობს და იმედი მაქვს, მომავალშიც ძალიან მოგვეხმარება“, - თქვა შენგელიამ.

თორნიკე შენგელიამ დანიასთან შესანიშნავი თამაში ჩაატარა და გუნდს 27 ქულით, 11 მოხსნით და 5 დაფარებით დაეხმარა.

საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 2 მოგება და 2 წაგება აქვს, რითაც მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა. ჯიკიჩის გუნდი მომდევნო ტურში 2 ივლისს, უკრაინის ნაკრებს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159673