კალათბურთი

1:31 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მერკვილაძე: "მადლობა, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადეს და ამდენი წუთი მომცეს"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ალექსანდრე მერკვილაძემ დანიის ნაკრებთან გამარჯვების (89:60) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან ისევ შესანიშნავი თამაში აჩვენა, გუნდს 12 ქულით და 8 მოხსნით დაეხმარა.

„ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში თამაში ჩემთვის ბედნიერება იყო. მადლობა სამწვრთნელო შტაბს და კალათბურთელებს, რომლებიც მენდნენ, ამდენი სათამაშო წუთი მომცეს. საქართველოს ნაკრებში თამაში ისეთ შეგრძნებას გაძლევს, რომ ბურთის აცილება არ გინდა, 7-დან 7 სამქულიანი ჩავაგდე და იმედია, ასე გაგრძელდება.

მარკის რიდი ძალიან მაგარი მოთამაშეა, რასაც აკეთებს თურქეთის ჩემპიონატში, იმას აკეთებს ჩვენთანაც და მის კლასს მოედანზე უბრალოდ ვუყურებთ. მასთან ძალიან ახლოს ვარ მოედნის გარეთაც, როგორი კარგი მოთამაშეცაა, ისეთი ადამიანია და იმედია, დიდი ხანი გვეყოლება“, - თქვა მერკვილაძემ.

საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 2 მოგება და 2 წაგება აქვს, რითაც მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა. ჯიკიჩის გუნდი მომდევნო ტურში 2 ივლისს, უკრაინის ნაკრებს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163849