ჩოგბურთი

2:22 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის კვალიფიკაციის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის კვალიფიკაციის ნახევარფინალში კოლუმბიელი ნიკოლას მეხია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

პირველი სეტი მეხიამ ძალიან ადვილად, სულ რაღაც 21 წუთში მოიგო - 6:0. თუმცა, ბასილაშვილმა შემდეგ მოახერხა მობილიზება და თამაში შემოატრიალა. მეორე სეტში ნიკოლოზმა გაიმარჯვა ადვილად - 6:2.

უფრო დაძაბული იყო მესამე და გადამწყვეტი სეტი, რომელშიც ქართველმა 6:4 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვება მოახერხა.

შეხვედრა საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 10 ეისი მიითვალა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა (5-1-ზე მეტოქეს). უნებლიე შეცდომა მას 44 ჰქონდა (მეტოქეს 19), მაგრამ ვინერსებში ნიკოლოზმა მეხიას საგრძნობლად აჯობა (28-9).

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში 3 მარტს, ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი კრისტოფერ ო’კონელი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129391