ფეხბურთი

10:26 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებმა ზედიზედ მეორე მარცხის შემდეგ ფლორენტინო პერესის გადადგომა მოითხოვეს

მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებმა კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გადადგომა მოითხოვეს ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში „ხეტაფესთან“ საშინაო მატჩში მარცხის შემდეგ. შეხვედრა 0:1 დასრულდა.

Marca-ს ჟურნალისტ მიგელ ანხელ ტორიბიოს თქმით, თამაშის შემდეგ, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონის ტრიბუნაზე „ფლორენტინო, გადადექი!“ შეძახილები ისმოდა.

შეგახსენებთ, რომ ეს მარცხი „რეალისთვის“ ლა ლიგაში ზედიზედ მეორე იყო, ხოლო ახალი მწვრთნელის, ალვარო არბელოას 12 მატჩში მეოთხე. ამ თამაშის შემდეგ, „სამეფო კლუბი“ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში 60 ქულით მეორე ადგილზეა. ლიგას „ბარსელონა“ 64 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16386