ჟურნალისტ ვერონიკა ბრუნატის ცნობით, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია და არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია მოლაპარაკებებს აწარმოებენ 2026 წლის ფინალისიმას ჩატარების ადგილის შეცვლაზე.
მატჩი 27 მარტს არის დაგეგმილი „ლუსაილის“ სტადიონზე, სადაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ფინალისიმა არის მატჩი ევროპის ჩემპიონსა და კოპა ამერიკის გამარჯვებულებს შორის. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთმა ფინალში ინგლისი 2:1 დაამარცხა, ხოლო 2024 წლის კოპა ამერიკაზე არგენტინამ გადამწყვეტ მატჩში კოლუმბია 1:0. ფინალისიმა პირველად 2022 წლის ივნისში გაიმართა, როდესაც არგენტინამ იტალიას 3:0 მოუგო.
შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. 28 თებერვლიდან რეგიონის 10 ქვეყნის, მათ შორის ყატარის საჰაერო სივრცე დაიკეტა.







