ფეხბურთი

11:49 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: „ბელინგემისა და მბაპეს არყოფნა „ხეტაფესთან“ მარცხის მიზეზი არ არის“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ განაცხადა, რომ გუნდის წარუმატებლობა არ არის დაკავშირებული ჯუდ ბელინგემისა და კილიან მბაპეს ტრავმებთან და მათ არყოფნასთან.

„მბაპე და ბელინგემი, როგორც საბაბი? „არა, ეს მადრიდის „რეალია“ და ჩვენ საკმარისი მოთამაშეები გვყავს, რომ მათ გარეშე მოვიგოთ თამაშები. „მე საბაბებს არ ვეძებ“, - განაცხადა არბელოამ „ხეტაფესთან“ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„სამეფო კლუბმა“ 0:1 წააგო. ამ თამაშის შემდეგ, „რეალი“ ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის სატურნირო ცხრილში 60 ქულით მეორე ადგილზეა. ლიგას „ბარსელონა“ 64 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163475