ფეხბურთი

12:24 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ფლამენგომ“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

ბრაზილიურმა კლუბმა „ფლამენგომ“ ფილიპე ლუისი პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა „მადურეირასთან“ 8:0 გამარჯვების შემდეგ. ამის შესახებ ონლაინ გამოცემა Globo იტყობინება. წყაროს ცნობით, მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილება თამაშის დაწყებამდე მიიღეს.

„ფლამენგომ“ კარიოკას ლიგის ნახევარფინალური მატჩი „მადურეირასთან“ 2-3 მარტის ღამეს მოიგო. ფილიპე ლუისი „ფლამენგოში“ 2024 წლიდან მუშაობდა. ის კლუბში პროფესიული კარიერის განმავლობაშიც თამაშობდა.

ლუისი ყველაზე მეტად ცნობილია მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ შემადგენლობაში თამაშით. მადრიდელებთან ერთად მან ესპანეთის ჩემპიონატი და უეფას თასი (ახლანდელი ევროპა ლიგა) მოიგო, ხოლო „ლურჯებთან“ ერთად პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087086