მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს კილიან მბაპეს მუხლის მყესების დაჭიმვის დიაგნოზი დაუსვეს, გვამცნობს მადრიდული კლუბის პრესსამსახური.
ადრე, 27 წლის ფრანგმა გამოტოვა „რეალის“ საპასუხო მატჩი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ბენფიკასთან“ (2:1).
„ფრანგი ექიმების მიერ კილიან მბაპეს „რეალის“ სამედიცინო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ, დადასტურდა მარცხენა მუხლის მყესის დაჭიმულობის დიაგნოზი, ასევე კონსერვატიული მკურნალობის მიზანშეწონილობა“, - წერია „რეალის“ პრესსამსახურის განცხადებაში.
ამ სეზონში მბაპემ 33 მატჩი ჩაატარა, 38 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.





