ფეხბურთი

13:42 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ნამდვილი ფენომენი“ - ზინედინ ზიდანმა ისაუბრა ყოფილ რეალელ თანაგუნდელზე

ლეგენდარულმა ფრანგმა ნახევარმცველმა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააზიარა ბრაზილიელ რონალდოსთან ერთად თამაშის მოგონებები.

„ნამდვილი ფენომენი! და ეს აზრი მხოლოდ ჩემი არ არის - ის ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. ის უნიკალური იყო. მე მქონდა პატივი, დიდი ხნის განმავლობაში მასთან ერთად მეთამაშა „ლოს ბლანკოსში“. რონალდო ნამდვილად ამართლებდა თავის მეტსახელს.

მას ჰქონდა ყველა საჭირო თვისება, ამავდროულად წარმოუდგენლად ნათელ და მხიარულ ადამიანად რჩებოდა. გულწრფელად გინდოდა ყველაფერი გაგეკეთებინა, რომ მისი მეგობარი გამხდარიყავი. თუმცა, რაც ნამდვილად გასაოცარია, იყო ის, რასაც ის ვარჯიშზე აკეთებდა. ეს წარმოუდგენელს სცდებოდა. ზოგჯერ მისი თანაგუნდელები უბრალოდ ჩერდებოდნენ, რომ ენახათ მისი მოქმედება.

მისი მუშაობა ბურთთან ვარჯიშზე ისეთივე შესანიშნავი გახლდათ, როგორც ოფიციალურ მატჩებში“, - აღნიშნა ზიდანმა L'Equipe-თან ინტერვიუში.

რონალდო ორგზის „ოქროს ბურთის“ მფლობელია, მან პრესტიჟული ჯილდო 1997 და 2002 წლებში მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094162