ინგლისურმა „არსენალმა“ ბრაზილიურ „კორინთიანსს“ 25 წლის მარჯვენა მცველის, მატეუსინიოს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა. Daily Arsenal-ის ცნობით, ლონდონური კლუბი დაცვის გაძლიერებით არის დაინტერესებული.
„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ფეხბურთელის ტრანსფერისთვის იბრძვის, თუმცა „კორინთიანსს“ ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელის გაშვება არ სურს. ბრაზილიური კლუბი ამ საკითხზე მტკიცედ რჩება.
მიუხედავად ამისა, თუ თავად მატეუსინიო ტრანსფერს დაჟინებით მოითხოვს, „კორინთიანსს“ შესაძლოა თავისი პოზიციის გადახედვა მოუწიოს. მცველმა ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მატეუზინიოს კონტრაქტი „კორინთიანსთან“ 2028 წლამდეა გათვლილი.





