სანტანდერის „რასინგის“ ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი ლა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველმა ფეხბურთელმა „კასტელონთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა, რითაც გუნდს უშუალო კონკურენტთან მოაგებინა (3:1). გიორგი AS-მა გამოარჩია:
„ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდში მისვლის შემდეგ მას „რასინგში“ ანგარიში არ ჰქონდა გახსნილი, მაგრამ ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო - მეორეადგილოსან „კასტელონთან“ მატჩში. დუბლი და საგოლე პასი ტორტზე ალუბალი იყო“, - წერს გამოცემა.
გიორგი გულიაშვილს „რასინგის“ მაისურით შვიდ მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს აქტივში.
„რასინგი“ ლა ლიგა 2-ს 53 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 8 მარტს, „კორდობას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.





