ფეხბურთი

15:50 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა „რეალის“ ერთადერთი მოთამაშე აღმოჩნდა, რომელიც „ხეტაფესთან“ მარცხის შემდეგ საკუთარ გულშემატკივრებთან მივიდა

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს „ხეტაფესთან“ საშინაო მატჩში 0:1 მარცხის შემდეგ.

El Mundo-ს ცნობით, ბელგიელი მეკარე „რეალის“ ერთადერთი მოთამაშე აღმოჩნდა, რომელიც გულშემატკივრების ტრიბუნას მიუახლოვდა, რათა მაყურებლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაეხადა და შედეგისთვის ბოდიში მოეხადა.

მატჩის შემდეგ სპეციალურ შერეულ ზონაში გამართული პრესკონფერენცია „რეალის“ დანარჩენმა ფეხბურთელებმაც უგულებელყვეს.

ამ მარცხის შემდეგ, „რეალი“ 60 ქულით მეორე ადგილზე დარჩა სატურნირო ცხრილში და ლიდერ „ბარსელონას“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157881