ფეხბურთი

17:33 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგეშაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის ტურის სიმბოლურში

„ათრომიტოსის“ ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

გუგეშაშვილი ადგილობრივმა გამოცემა sport-fm-მა გამოარჩია, რომელმაც ის „პანეთოლიკოსთან“ შესანიშნავი თამაშის გამო დააფასა.

ლუკას ამ შეხვედრაში „ათრომიტოსის“ მაისურით დებიუტი ჰქონდა - 4 დარტყმა მოიგერია, მათ შორის პენალტიც და კარი მშრალად შეინახა, რითაც გუნდის გამარჯვებაში (1:0) უდიდესი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გუგეშაშვილი „ათრომიტოსს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „პაოკიდან“ იჯარით შეუერტდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09248