კალათბურთი

16:24 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია და რიდი ფიბას საუკეთესო ხუთეულში

ფიბამ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის საუკეთესო ხუთეული დაასახელა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი წევრია - თორნიკე შენგელია და მარკის რიდი.

დანიის ნაკრებთან ორივეს დიდებული თამაში ჰქონდა, საუკეთესო ხუთეულშიც ადგილი დაიმსახურეს: შენგელიამ 27 ქულა, 11 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა, ხოლო რიდის აქტივში 29 ქულა, 7 პასი და 3 ჩაჭრა იყო.

მათ გარდა, საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ სალუ ნიანგი (იტალია), ვასილიოს ტოლიოპულოსი (საბერძნეთი) და ჯანან მუსა (ბოსნია).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა დანია 89:60 დაამარცხა და მეორე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა იქამდე, ივლისში პირველ შესარჩევ ეტაპზე უკრაინასა და ესპანეთთან მატჩებით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162806