ფეხბურთი

18:43 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი "რომაში" ბრუნდება

„რომაში“ შესაძლოა ფრანჩესკო ტოტი დაბრუნდეს. ლეგენდარული ფეხბურთელი „ჯალოროსის“ მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინის შეხვდა.

ნიკოლო სკირას ცნობით, მხარეებს შორის დიალოგმა პოზიტიურად ჩაიარა და ტოტი მზადაა „რომას“ მენეჯმენტში დაბრუნდეს, რა როლში ჯერ უცნობია.

ფრანჩესკო ტოტი კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა „რომაში“, ოღონდ ცოტა ხნით, შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო სამსახური დატოვა.

ტოტიმ მთელი საფეხბურთო კარიერა „რომაში“ გაატარა, რომლის მაისურით 1992-2017 წლებში 786 თამაშში 307 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.111073