ფეხბურთი

19:19 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგომ სეზონი დაასრულა და მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი როდრიგო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ბრაზილიელმა შემტევმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც დიდი ხნით უქმობა მოუწევს. როდრიგო მომდევნო სეზონამდე მოედანზე ვერ გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოტოვებს. ის 2027 წლამდე ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში როდრიგომ „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 3 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.077177