„ნიუკასლის“ 21-წლამდე გუნდში ვახტანგ სალიას დებიუტი შედგა და გოლიც გაიტანა.
„ჯორდების“ ახალგაზრდული გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის 19-წლამდე ნაკრებს შეხვდა, რომელსაც 2:1 აჯობა, სალიამ კი ამ თამაშში ანგარიში გახსნა. ის 45-ე წუთზე შეცვალეს.
ვახტანგ სალია „ნიუკასლს“ „დინამო თბილისიდან“ შეუერთდა, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში გუნდს ვერ ეხმარებოდა.
18 წლის ფეხბურთელს „ნიუკასლის“ მეორე გუნდში ოფიციალური დებიუტი სავარაუდოდ, უახლოეს ხანში ექნება.







