ფეხბურთი

22:51 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და საბერძნეთთან სტუმრად დამარცხდა.

ბერძნებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მთელი თამაშის განმავლობაში უკეთ ითამაშეს. ანგარიში მე-20 წუთზე ელენი მარკუმ გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს, ბოლო 10-წუთიან მონაკვეთში ბერძნებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს. ჯერ კალისტი ბრუკსაირმა დალაშქრა თათია გაბუნიას კარი, ხოლო საბოლოო ანგარიში ილეკტრა ჯორჯევიჩმა დააფიქსირა - 3:0.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 18 აპრილს, სტუმრად ფარერების წინააღმდეგ გამართავს.

საბერძნეთი - საქართველო 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 მარკუ (20), 2:0 ბრუკსაირი (80), ჯორჯევიჩი (86)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099279