იტალიის თასის ნახევარფინალში „კომომ“ „ინტერს“ უმასპინძლა და გუნდები უგოლოდ დაზავდნენ.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა არცთუ თვალსასაეირო და გოლი არ გასულა. შესაბამისად, ფინალისტის ვინაობა საპასუხო მატჩში გაირკვევა, რომელიც მილანში 22 აპრილს გაიმართება.
იტალიის თასის მეორე ნახევარფინალურ წყვილში „ლაციო“ და „ატალანტა“ დაუპირისპირდებიან.





