მადრიდის „ატლეტიკო“ ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. „ბარსელონას“ ქამბექამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ პირველ შეხვედრაში 0:4 წაგება ჰანსი ფლიკის გუნდს ძვირად დაუჯდა.
„ბარსელონაში“ მატჩამდე ყველა ამბობდა, რომ შეეძლოთ ჩამორჩენის აღმოფხვრა, ბევრი არც დააკლდათ... პირველ ტაიმში მარკ ბერნალმა და რაფინიამ ორჯერ გაიტანეს, 72-ე წუთზე ბერნალმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახადა.
„ბარსას“ ჰქონდა დრო, მაგრამ „ატლეტიკომ“ თავის დაცვა შეძლო და საბოლოოდ, 0:3 წააგო. თუმცა, ორი მატჩის ჯამში „როხიბლანკომ“ 4:3 გაიმარჯვა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ესპანეთის თასის ფინალი 18 აპრილს გაიმართება, „ატლეტიკო“ „სოსიედადს“ ან „ბილბაოს“ შეხვდება. ბასკურ წყვილში პირველი მატჩი „სოსიედადს“ სტუმრად 1:0 აქვს მოგებული.





